2008 წლის აგვისტოს ომი

ღარიბაშვილი სტრასბურგზე: კიდევ ერთხელ დამტკიცდა რუსეთის აგრესიული სახე

გილოცავთ! დღეს ჩვენი ქვეყნისთვის მართლაც ისტორიული გამარჯვების დღეა. 

ჩვენ თანმიმდევრულად, სამართლებრივი გზით საერთაშორისო სასამართლოში მოვუგეთ დავა რუსეთს და კიდევ ერთხელ დამტკიცდა რუსეთის აგრესიული სახე, რომელიც ფუნდამენტურად არღვევს ადამიანის უფლებებს და ახორციელებს ეთნოწმენდას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. 

ეს დღე მნიშვნელოვანი დღეა თითოეული მოქალაქისთვის და განსაკუთრებით ჩვენი სამხედროებისთვის, რომლებმაც თავი გაწირეს ამ ომში და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის. დარწმუნებული ვარ, ამ პრეცედენტითა და თანმიმდევრული პოლიტიკით, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ საბოლოოდ და მშვიდობით აღვადგენთ ჩვენი ქვეყნის მთლიანობას...

ასე აფასებს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე "საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ", რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს ეხება. 12-წლიანი დავა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა, სასამართლომ 8-დან 6 მუხლში რუსეთი დამნაშავედ ცნო.

კომენტარები