ერაყი

ბაღდადში აფეთქებას, სულ მცირე, 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

Reuters

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში ორმა კაცმა ხალხმრავალ ბაზართან თავი აიფეთქა და სულ მცირე, 32 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დაშავდა, სულ მცირე, 110 ადამიანი.

თვითმკვლელი თავდამსხმელების მიერ მოწყობილი აფეთქებები ბოლო სამი წლის მანძილზე ბაღდადში იშვიათად ხდებოდა. 2017 წელს ტერორისტული გაერთიანების ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მიღწეული მნიშვნელოვანი გამარჯვებების შემდეგ ერაყის დედაქალაქში უსაფრთხოების დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა.

სამოქალაქო თავდაცვის ხელმძღვანელმა, გენერალმა კადიმ სალმანმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ თავდასხმის უკან, შესაძლოა, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები იყვნენ.

ერაყის პრემიერმინისტრმა მუსტაფა ალ-კადიმიმ უშიშროების სამსახურების ხელმძღვანელებთან საგანგებო შეხვედრა გამართა. შესაძლო განმეორებითი თავდასხმების თავიდან ასარიდებლად მობილიზებულია ერაყის უშიშროების ძალები.

კომენტარები