ლეონარდო და ვინჩი

იტალიის პოლიციამ ლეონარდო და ვინჩის მოპარული ტილოს ასლი იპოვა

CNN

იტალიის პოლიციამ მოპარული ლეონარდო და ვინჩის ტილოს "სამყაროს მხსნელის" ასლი იპოვა, რომლის ავტორი სავარაუდოდ ლეგენდარული მხატვრის მოსწავლეა.

პოლიციის თანამშრომლებმა რენესანსის ეპოქის შედევრი ნეაპოლში, ბინის ჩხრეკისას იპოვა. 36 წლის ბინის პატრონი დაკავებულია, მას ბრალად მოპარული ნივთის შეძენა ედება.

და ვინჩის ნახატზე იესო ქრისტეა გამოსახული, ნამუშევარი XVI საუკუნით თარიღდება. ტილოს მრავალი ასლი მხატვრის მოსწავლეების მიერ ავტორის სიცოცხლეშივე შეიქმნა. 

ასლის ავტორად ჯილორამო ალიბრანდი ითვლება. 2020 წლის იანვრიდან ტილო სან-დომენიკო-მაჯორეს ეკლესიიდან უცნობმა პირებმა მოიპარეს. 

ორიგინალი "სამყაროს მხსნელი" 2017 წელს ნიუ-იორკში Christie's აუქციონზე  $450 000 000-ად გაიყიდა. ტილო და ვინჩის ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევარია.

კომენტარები