ლეონარდო და ვინჩი

ლეონარდო და ვინჩის ნახატი კრისტის აუქციონზე რეკორდულ ფასად, $450 მლნ-ად გაიყიდა

Drew Angerer/Getty Images

ლეონარდო და ვინჩის მიერ 500 წლის წინ დახატული “Salvator Mundi” ნიუ-იორკში, კრისტის აუქციონზე რეკორდულ ფასად, 450 მილიონ ამერიკულ დოლარად გაიყიდა. ნახატზე ქრისტეა გამოსახული და ხელში სამყარო უჭირავს.

1958 წელს ნამუშევარი აუქციონზე ლონდონშიც გაიტანეს, მაგრამ მაშინ ის 45 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. ფასებს შორის ამხელა სხვაობა იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ 2005 წლამდე ხელოვნებათმცოდნეები და კრიტიკოსები დარწმუნებულები იყვნენ, ნახატი და ვინჩის მოწაფეების მიერ იყო შესრულებული.

მიუხედავად იმისა, რომ 15 ნოემბერს ნამუშევარი რეკორდულ ფასად გაიყიდა, ბევრი კრიტიკოსი კვლავ სკეპტიკურად არის განწყობილი და არ სჯერა, რომ “Salvator Mundi” ლეონარდო და ვინჩიმ დახატა.

კომენტარები