ლეონარდო და ვინჩი

აფხაზეთის ყოფილი დე ფაქტო მინისტრი: შესაძლოა, რომ ლეონარდო და ვინჩის დედა აფხაზი იყო

აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა ფიქრობს, რომ ლეონარდო და ვინჩის დედა აფხაზი იყო. 

ამის შესახებ მან რადიო "sputnik-abkhazia"-ს უთხრა, სადაც თავის წიგნზე ისაუბრა.

წიგნს " კატერინას საიდუმლო. ვინ იყო ლეონარდო და ვინჩის დედა?" ჰქვია. 

"ერთხელ ტელევიზიით მოვისმინე, რომ და ვინჩის დედა მონა იყო აღმოსავლეთიდან. ძალიან დამაინტერესა ამ საკითხმა, ვიფიქრე, რომ ჩვენ ძალიან მჭირდო კავშირები გვქონდა იტალიასთან. აზრი გამიჩნდა, რომ ის შესაძლოა აფხაზეთიდან ან ჩერქეზეთიდან ყოფილიყო. იმ დროს მთავარი ექსპორტი, სამწუხაროდ, თეთრი მონები იყვნენ, რომლებსაც იტალიის, ესპანეთის, ეგვიპიტისა და სირიის ბაზრებზე ჰყიდნენ. ერთ-ერთ წიგნში წავიკითხე აფხაზ ეკატერინეზე, რომელიც ფლორენციაში ცხოვრობდა და მონა იყო, ნოტარიუსის სახლში ცხოვრობდა. ლეონარდო და ვინჩის მამაც ნოტარიუსი იყო. ეკატერინე მის სახლში ლეონარდო და ვინჩის დაბადებამდე სამი წლით ადრე გადავიდა და ეს აძლიერებს ჩემს ჰიპოტეზას",- ამბობს ჩირიკბა. 

კომენტარები