ეკონომიკა

2020 წელს 10 მთავარი საიმპორტო საქონლიდან მხოლოდ ლითონის იმპორტი გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 11 347.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.8%-ით ნაკლებია. 2020 წელს იმპორტი 15.9%-ით, $1.5 მილიარდით შემცირდა.

გასულ წელს 10 მთავარი საიმპორტო საქონლიდან 9-ის იმპორტი შემცირდა.

საქსტატის თანახმად, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2020 წელს წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 759.5 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.5% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 533.5 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.7%), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 498.5 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.2%).

უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები საქართველოს იმპორტში 2020 წელს:

  • მსუბუქი ავტომობილები - $759 478, შემცირდა 31.4%-ით. 
  • სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $533 495, შემცირდა 11.6%-ით.
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $498 479, შემცირდა 34.2%-ით.
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $327 129, შემცირდა 7.9%-ით.
  • ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები - $294 578, შემცირდა 10.2%-ით.
  • სატელეფონო აპარატები - $164 697, შემცირდა 22.3%-ით.
  • ხორბალი და მესლინი - $107 983, შემცირდა 0.9%-ით.
  • სიგარები, სიგარეტები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისგან - $88 920, შემცირდა 15.4%-ით.
  • ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები - $77 144, გაიზარდა 1 106.8%-ით.
  • სატვირთო ავტომობილები - $72 028, შემცირდა 0.4%-ით.

 

 

 

კომენტარები