აქამდე, სანამ ბიძინა ივანიშვილი იყო უდავო ლიდერი, ეს ნამდვილად ასე იყო, იყო გარკვეული ფსიქოლოგიური კომფორტი, რომ არსებობს ადამიანი, რომელიც ბევრ რამეს დააბალანსებს, ყველას მოუსმენს და შემდეგ მისი ხელმძღვანელობით მიიღება ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება. ახლა, ამგვარი გადაწყვეტილებების მიღებისას, რა თქმა უნდა, ჩვენ გვმართებს უფრო მეტი პასუხისმგებლობა გუნდის, საკუთარი თავის წინაშე და ალბათ უფრო მეტი დაფიქრებაც, თუ რა პოზიციებს დავიჭერთ. აი, როგორც დიდ ოჯახში, როდესაც არსებობს ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტი გამოცდილება აქვს და ყველა მას შეჰყურებსო, რომ იტყვიან, მაინც იმედი გაქვს, იცი, რომ თუ შენ შეგეშალა, არის ის ადამიანი, ვინც ამას დააბალანსებს და მაინც გუნდს არ მისცემს შეცდომის საშუალებას უფრო გლობალურად. ეს ყველაფერი დღეს არის ჩვენზე, აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობა გაცილებით მეტია...
tbl.ge/5dxd
დაკოპირდა

ამბობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში იუსტიციის ყოფილი მინისტრი და ახლა განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი.
ამავე თემაზე
- ვოლსკი: რიგგარეშე არჩევნების საფუძველი მიშას და გუბაზ სანიკიძის განცხადებები ვერ იქნება
- მდინარაძე: 10 000-მდე მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება, დარღვევებით აშენებული შენობები დაიკანონოს
- კალაძე ღარიბაშვილზე: ვუსურვებდი, შეძლოს პოლარიზაციის დასრულება
- კახაძე: ბიძინას ვუთხარი, რამდენიც არ უნდა ანძრიო, ანჯღრიო თერმოსი, ზეთი ვერ შეერევა წყალს
- სუბარი: რადგან გეშინიათ ივანიშვილის აჩრდილის, გეშინოდეთ, მე ვერაფერს გიზამთ