კორონავირუსი საქართველოში

469 ახალი შემთხვევიდან თბილისში 212 დადასტურდა, იმერეთში – 61, შიდა ქართლში – 34

ABC

კორონავირუსით ინფიცირების 469 ახალი შემთხვევიდან თბილისში 212 დადასტურდა, იმერეთში - 61, შიდა ქართლში კი - 34. 

აჭარაში ინფიცირების 33 ახალი შემთხვევაა, ქვემო ქართლში - 31, გურიაში - 12, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 32, კახეთში - 25, მცხეთა-მთიანეთში - 20, სამცხე-ჯავახეთში - 8, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 1. 

20 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 249 934 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 236 922 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2 987 კი გარდაიცვალა. 

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. ასევე, არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები.  რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე არიან გადასული. დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები