სტივ ბენონი

დონალდ ტრამპმა ყოფილი მრჩეველი, სტივ ბენონი შეიწყალა

სტივ ბლინკენი
Reuters

დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო ვადის მიწურულს ყოფილი მრჩეველი, სტივ ბენონი შეიწყალა. ბენონის თაღლითობისთვის ჰქონდა ბრალი წარდგენილი. ის 2020 წლის აგვისტოში დააკავეს.

პრეზიდენტის ამნისტია 70-ზე მეტ ადამიანს შეეხო, მათ შორის რეპერ Lil Wayne-ს, სასჯელი შეუმსუბუქდათ რეპერ Kodak Black-ს და ქალაქ დეტროიტის ყოფილ მერს, კვამე კილპატრიკს.

სტივ ბენონი 2016 წელს ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის დროს მისი ერთ-ერთი მთავარი მრჩეველი იყო. გასული წლის აგვისტოში მას ბრალდება თაღლითობის მუხლით წარუდგინეს.

პროკურორების თანახმად, ბენონმა სამ თანამონაწილესთან ერთად აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენების კამპანიისთვის შემოწირული ფული მიითვისა. კამპანიამ შემოწირულობების სახით 25 მილიონი დოლარი შეაგროვა. ბრალდების თანახმად,  ბენონმა ერთ მილიონზე მეტი მიიღო და პირადი მიზნებისთვის გამოიყენა. სტივ ბენონი ბრალდებებს უარყოფს, მისი სასამართლო პროცესი ჯერ არ გამართულა. ბენონის თანამონაწილეები იყვნენ ორგანიზაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ბრაიან კოლფაჯი, ენდრიუ ბადოლატო და ტიმოთი შია.

თეთრი სახლის განცხადების თანახმად, ბენონი კონსერვატიული მოძრაობის მნიშვნელოვანი ლიდერი იყო და ცნობილია თავისი პოლიტიკური ალღოთი".

რეპერებს – Lil Wayne-სა და Kodak Black-ს ბრალი იარაღის უკანონო ფლობისთვის ჰქონდათ წარდგენილი. ხოლო დეტროიტის მერი კორუფციისთვის 28 წლიან სასჯელს იხდიდა.

კომენტარები