სტივ ბენონი

აშშ-ის მთავარი სტრატეგის პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ, ბენონი Breitbart News-ში დაბრუნდა

Bussines Insider

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ მთავარი სტრატეგის პოსტიდან მისი გათავისუფლების შემდეგ, სტივ ბენონი ულტრა-მემარჯვენე ახალი ამბების პლატფორმას Breitbart News-ს დაუბრუნდა. 

Breitbart-ის კორესპონდენტი ჩარლი სპირინგი Twitter-ზე წერს, რომ ბენონი აღმასრულებელ დირექტორად დაბრუნდა და პირველი სარედაქციო ბრიფინგიც ჩაატარა. 

თანამდებობიდან გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე ჟურნალისტებთან საუბრისას ბენონმა თქვა, რომ ის თეთრი სახლის დატოვებას აპირებდა, რათა ებრძოლა ტრამპისთვის მისი ოპონენტების წინააღმდეგ - კონგრესში, მედიასა და მთელ ამერიკაში.

ტრამპმა ბენონი თანამდებობიდან გუშინ გაათავისუფლა. დასავლური მედიის ცნობით, ტრამპის უკმაყოფილება ბენონის ინტერვიუმ გამოიწვია, სადაც ის ჩრდილოეთ კორეის მიმართ პრეზიდენტის მუქარას ეხმაურება და ამბობს, რომ მას შეუძლია ტრამპთან შეწინააღმდეგება და ჩრდილოეთ კორეის მიმართ არანაირი მილიტარისტული გადაწყვეტილება არ იქნება. ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება აშშ-ის მთავარი სტრატეგი. 

ბენონი 2012 წლიდან იკავებდა Breitbard News-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს. 2016 წლის აგვისტოში კი, ტრამპმა ის თავისი საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანიის მეთაურად დანიშნა. 

"ტრამპის პრეზიდენტობა, რომლისთვისაც ჩვენ ვიბრძოლეთ და მოვიგეთ, დასრულდა,"- თქვა სტივ ბენონმა თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ.

კომენტარები