სტივ ბენონი

სტივ ბენონი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

სტივ ბენონი
Axios

ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილ მთავარ სტრატეგსა და მრჩეველს, სტივ ბენონს 20 აგვისტოს ნიუ-იორკის ფედერალურმა პროკურორებმა ბრალი წაუყენეს თაღლითობისთვის და დააკავეს.

ბენონმა და სამმა სხვა პირმა კამპანიის "ჩვენ ვაშენებთ კედელს" დონორებისგან შეგროვებული 25 მლნ აშშ დოლარიდან ასობით ათასი დოლარი თავიანთი მოგებისთვის გადაამისამართეს.

საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ ბენონმა სქემიდან არაკომერციული საშუალებით აიღო $1 მილიონი აშშ დოლარი და აქიდან გარკვეული ნაწილი, სულ მცირე, ასიათასობით დოლარი თავის პირად ხარჯებს მოახმარა. 

ბენონის თანამონაწილეები არიან ორგანიზაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი ბრაიან კოლფაჯი, ენდრიუ ბადოლატო და ტიმოთი შია.

ორგანიზაციის ვებგვერდზე ნათქვამია, რომ, ის ფოკუსირებულია აშშ-ს სამხრეთ სასაზღვრო კედლის ნაწილების მშენებლობაზე და კედლის, მისი დიზაინის, მშენებლობისა და მისი შენარჩუნებისთვის საჭირო დამხმარე პროცედურებს უზრუნველყოფს.

საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ ორგანიზაციამ სასაზღვრო კედლისთვის დახარჯა ფული, თუმცა ისიცაა ნათქვამი, რომ "ასიათასობით დოლარი გადაამისამართეს... [ბრალდებულთა] პირადი მოხმარებისა და სარგებლისთვის".

მათ, სავარაუდოდ, ფული გამოიყენეს "სხვადასხვა პირადი ხარჯის, მათ შორის მოგზაურობის, სასტუმროების, სამომხმარებლო საქონლისა და პირადი საკრედიტო ბარათის დავალიანების ასანაზღაურებლად".

კოლფაჯმა, სავარაუდოდ, თავისი წილი გამოიყენა "სახლის გადაკეთების, გემის გადასახადების, ძვირფასი სპორტული ფურგონის, გოლფის მანქანის, სამკაულების, კოსმეტიკური ქირურგიის, პირადი გადასახადების და საკრედიტო ბარათის დავალიანების დაფარვისათვის".

ამერიკელი პროკურორის, ოდრი შტრაუსის თქმით, ბრალდებულებმა ითაღლითეს და დონორებისგან მიღებული ასიათასობით დოლარის - სასაზღვრო კედლის დაფინანსებისთვის გამოყოფილი სახსრების კაპიტალიზება მოახდინეს თითქოსდა მშენებლობისათვის საჭირო მილიონი დოლარის  შესაგროვებლად  და  ფული პირადად მოიხმარეს.

"ეს საქმე სხვა თაღლითებისთვის გაფრთხილება უნდა იყოს, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას, არც ინვალიდი ომის ვეტერანი და არც მილიონერი პოლიტიკური სტრატეგი," - განაცხადა ინსპექტორმა ფილიპ ბარტლეტმა.

კომენტარები