ტურიზმი

თურნავა: ფრენები სავარაუდოდ თებერვლიდან გაიხსნება, მაგრამ იქნება კონტროლირებადი შემოსვლა

იხსნება ასევე ფრენები, კონკრეტულ თარიღებს დავასახელებთ, მაგრამ თებერვლის თვე იქნება სავარაუდოდ ის თვე, როდესაც რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვებს მოვხსნით.

მაგრამ ისევ და ისევ, ეს არ ნიშნავს ქაოტურ და უკონტროლო შემოსვლას ქვეყანაში, პირიქით, ეს იქნება ძალიან კონკრეტული, კონტროლირებადი ტესტებით, ვაქცინაციის საბუთით ან რამე სხვა ადეკვატური საბუთით კონტროლირებადი შემოსვლა.

მაგრამ ეს არის პირველი იმედი ტურისტული სეზონის  აღდგენის, ტურისტული სეზონის დაწყების, იმის კვალობაზე, რომ მსოფლიოშიც იწყება ვაქცინაცია და ჩვენთანაც იწყება ვაქცინაცია

თქვა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ TV იმედის ეთერში. რეგულარული ფრენები საქართველოში 2019 წლის მარტში შეწყდა. აგვისტოდან მხოლოდ სამი მიმართულებით გაიხსნა რეგულარული რეისები, მოგვიანებით კი, კიდევ 10 ქალაქის საჰაერო ხაზი დაემატა.

კომენტარები