კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით ინფიცირებული 795 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 234 მართვით სუნთქვაზეა

GETTY IMAGES

18 იანვრის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 795 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 234 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.

კერძოდ კი თბილისში 379 მძიმე პაციენტია, აჭარაში - 61, იმერეთში - 192. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე თბილისში 158 ადამიანია, აჭარაში – 5, იმერეთში კი – 29. 

ქვეყანაში სულ ინფიცირების 10 295 აქტიური შემთხვევაა, მათგან 3 670 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.

18 იანვრის დილის მონაცემებით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების  247 915 შემთხვევაა აღწერილი. მათგან 234 636 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 958 კი გარდაიცვალა. 

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. ასევე, არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები.  რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე არიან გადასული. დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები