კორონავირუსის ვაქცინა

მიტროპოლიტი თეოდორე: არ შეიძლება, ვაქცინას უკუეფექტი არ ჰქონდეს, აიხსნას რას წარმოადგენს

არ შეიძლება, რომ ვაქცინას უკუეფექტები არ ჰქონდეს. აუცილებელია, რომ კონკრეტულ პრეპარატებზე, არა ისე, ვაქცინაზე, არამედ - საერთოდ კონკრეტულ პრეპარატებზე იყოს საუბარი და ახსნილი, თუ რას წარმოადგენენ ეს პრეპარატები, როგორ მოქმედებენ ადამიანში, როგორ იცავენ ვირუსისაგან და რა უკუჩვენებები გააჩნიათ ამ პრეპარატებს.

ეს არის ჩემი პირადი აზრი. რა თქმა უნდა, ამაზე იმსჯელებენ შემდგომ, უკვე მღვდელმთავრები როცა შეიკრიბებიან და მერე ჩამოყალიბდება უკვე, ეკლესიის აზრი როგორი იქნება.

ამობს ახალციხის და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე რუსთავი 2-თან საუბარში. 

კომენტარები