კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 780 ახალი შემთხვევიდან 332 თბილისში დადასტურდა, იმერეთში – 100, აჭარაში – 51

გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 332 შემთხვევა თბილისში დადასტურდა, იმერეთში  – 100, აჭარაში – 51.

რაც შეეხება სხვა რეგიონებს: ქვემო ქართლში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 46 შემთხვევაა, შიდა ქართლში – 72, გურიაში – 14, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 73, კახეთში – 58, მცხეთა-მთიანეთში – 17, სამცხე-ჯავახეთში – 12, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი – 5. 

ქვეყანაში სულ ინფიცირების 11 853 აქტიური შემთხვევაა, მათგან 3 659 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

17 იანვრის დილის მონაცემებით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების  247 805 შემთხვევაა აღწერილი. მათგან 232 993 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 933 კი გარდაიცვალა. 

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. ასევე, არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები.  რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე არიან გადასული. დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები