ქართული ოცნება

ნაცვლიშვილი: ივანიშვილის პოლიტიკაში მონაწილეობა იყო პოლიტიკური ქველმოქმედების აქტი

ბიძინა ივანიშვილის ქართული პოლიტიკიდან დისტანცირება არის უნიკალური მოვლენა, არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ ზოგადად მსოფლიო პოლიტიკაში.

ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობა იყო პოლიტიკური ქველმოქმედების 8-წლიანი აქტი, რომლის შედეგი კიდევ უფრო გამოჩნდება დროთა განმავლობაში და ისტორია იტყვის თავის სიტყვას.

ამ მასშტაბის ლიდერის პოლიტიკიდან გასვლა გამოწვევაა ქართული ოცნებისთვის, უმაღლესი სახალხო ლეგიტიმაციით აღჭურვილი პოლიტიკური ლიდერი ნებაყოფლობით ახდენს ძალაუფლების დემოკრატიულ გადაცემას პოლიტიკურ ლიდერთა გუნდზე.

ამბობს ქართული ოცნების იდეოლოგი, ლაშა ნაცვლიშვილი.

კომენტარები