კორონავირუსი ბრიტანეთში

დიდი ბრიტანეთი 18 იანვრიდან ყველა სამოგზაურო დერეფანს ხურავს

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, კორონავირუსის ჯერ კიდევ ამოუცნობი შტამის გავრცელების რისკის გამო ქვეყანაში ორშაბათიდან, 18 იანვრიდან ყველა სამოგზაურო დერეფანი დაიხურება. ბორის ჯონსონმა თქვა, რომ შეზღუდვები მინიმუმ 15 თებერვლამდე გაგრძელდება. 

ყველამ, ვინც ბრიტანეთში ჩავა, კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინოს. ქვეყანაში უკვე შესულია ძალაში სამხრეთ ამერიკიდან და პორტუგალიიდან მოგზაურობის აკრძალვა ბრაზილიაში კორონავირუსის ახალი ვარიანტის აღმოჩენის გამო.

ბოლო 24 საათში ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირების 55 761 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 280. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსით 3 316 019 ადამიანი დაინფიცირდა, 87 295 კი გარდაიცვალა. 

კორონავირუსის ახალ შტამი პირველად დიდ ბრიტანეთში გამოავლინეს, ის 70%-ით უფრო გადამდებია, თუმცა, ექსპერტების აზრით, უფრო საშიში არ არის. კორონავირუსის ახალი შტამი გამოვლინდა კანადასა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.

კომენტარები