კორონავირუსი ბრიტანეთში

ბრიტანეთში კორონავირუსის დღიური შემთხვევების სარეკორდო მაჩვენებელი დაფიქსირდა

დიდ ბრიტანეთში უკანასკნელ 24 საათში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ყველაზე მეტი 78 610 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სარეკორდო მაჩვენებელი ამ დრომდე 68 053 შემთხვევა იყო, რომელიც 8 იანვარს დაფიქსირდა, მაშინ როდესაც ბრიტანეთში ლოქდაუნი იყო გამოცხადებული.

როგორც დიდი ბრიტანეთის მთავრობის მთავარი მრჩეველი მედიცინის საკითხებზე, კრის ვითი ვარაუდობს, რეკორდული მაჩვენებელი მომდევნო კვირებში არაერთხელ შეიცვლება. ვითი აღნიშნავს, რომ ბრიტანეთი დღეს კორონავირუსის ერთბაშად ორ შტამს ებრძვის – "ძალიან სწრაფად გავრცელებად" ომიკრონსა და დელტა ვარიანტს.

"რეალისტები უნდა ვიყოთ. ვშიშობ, რომ შემთხვევების ზრდასთან ერთად, რეკორდული მაჩვენებელი მომდევნო კვირებში არაერთხელ შეიცვლება". - თქვა ვითიმ.

გაერთიანებულ სამეფოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით 11 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 146 791 კი გარდაიცვალა. ბოლო მონაცემებით კი 1 245 554 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა დაფიქსირებული. მინიმუმ ერთი დოზით ვაქცინერებულია გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობის 76.3 %, ორი დოზით 69.6 %, ბუსტერ დოზა კი 35.8 %-მა მიიღო.

კომენტარები