NATO-საქართველო

22 იანვარს NATO-ს გენერალური მდივანი სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

22 იანვარს NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდება. შეხვედრა ბრიუსელში, NATO-ს შტაბბინაში გაიმართება.

სალომე ზურაბიშვილი დაესწრება NATO-საქართველოს კომისიის შეხვედრასაც.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტი ასევე შეხვდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელს; ევროპარლამენტის პრეზიდენტს, დავიდ სასოლის; ევროკომისიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს ეკონომიკურ საკითხებში ვალდის დომბროვსკის; ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, დევიდ მაკალისტერსა დაგეგმილია ასევე, სხვადასხვა მაღალი რანგის შეხვედრები.

კომენტარები