აშშ-ჩინეთი

აშშ-მ 9 ჩინური კომპანია, მათ შორის, Xiaomi შავ სიაში შეიყვანა

აშშ-მ ცხრა ჩინური კომპანია, მათ შორის, მობილურების მწარმოებელი Xiaomi (სიაომი)  ჩინეთის სამხედროებთან სავარაუდო კავშირების გამო პენტაგონის შავ სიაში შეიყვანა

ტრამპის მიერ გამოცემული აღმასრულებელი განკარგულებით ეს იმას ნიშნავს, რომ 60 დღის შემდეგ ამერიკელ ინვესტორებს აღარ შეეძლებათ სიაომის აქციების ყიდვა და მათ ერთი წელი აქვთ იმისთვის, რომ არსებული ჰოლდინგები გაყიდონ. 

სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდა ჩინეთის სახეწლმიფო თვითმფრინავების მწარმოებელი კომპანია Comac-იც. შავ სიაშია ჩინური ეროვნული ზღვისიქთა ნავთობის კორპორაცია CNOOC. აშშ-ში განაცხადეს, რომ კომპანია ჩინეთს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მეზობლების შევიწროებაში ეხმარება. 

Xiaomi-მ ნოემბერში Apple-ს გაუსწრო და მსოფლიოში მესამე, მობილურების ყველაზე დიდი მწარმოებელია

Xiaomi-ში ირწმუნებიან, რომ კომპანიას ჩინეთის სამხედროებთან კავშირი არა აქვთ.

ახალი ამბის გავრცელების შემდეგ Xiaomi-ს აქციები აშშ-ში 14%-ით შემცირდა.

გასული თვეების განმავლობაში ტრამპის ადმინისტრაციამ ჩინური კომპანიების წინააღმდეგ ნაბიჯები გადადგა, რადგან ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ ისეთი კომპანიები, როგორიცაა TikTok, Huawei და WeChat ჩინეთის მთავრობას მომხმარებლის პირად ინფორმაციას უზიარებენ. 

კომენტარები