ბიძინა ივანიშვილი

ვოლსკი ივანიშვილზე: რთულია გააზრება, რა შინაგანი ენერგია, ქვეყნის მიმართ თავდადება ჰქონდა

უპრეცედენტოა ის პროექტები, რაც ერთმა ადამიანმა [ბიძინა ივანიშვილმა] განახორციელა. პროცენტულად რომ გადაიანგარიშო, უამრავ მეცენატზე უფრო მეტია გაკეთებული ამ ერთი ოჯახის მიერ. არცერთ განვითარებულ ქვეყანაში არ ყოფილა ასეთი გააფთრებული და ზღვარგადასული შეტევა კონკრეტული ადამიანის მიმართ, პროექტების მიმართ. ხეების გადარგვიდან დაწყებული, დამთავრებული, თუნდაც საერთაშორისო უნივერსიტეტის ჭაობად წარმოჩენის მცდელობით. ფეიკი ძალიან მსუბუქი სიტყვაა ამ სიბინძურის შესაფასებლად.  

ცოტა რთულიც არის გააზრება იმის, თუ რა შინაგანი ენერგია ჰქონდა ამ ადამიანს, რწმენა და ქვეყნის მიმართ თავდადება, რომ ეს პროცესები მაინც განვითარდა.

ამბობს ქართული ოცნების წევრი, გიორგი ვოლსკი ბიძინა ივანიშვილზე პოსტივისთვის მიცემულ ინტერვიუში.

კომენტარები