ბიძინა ივანიშვილი

ბოკერია ივანიშვილზე: თუ კარგი გუნდია, მხარდამჭერი რატომ არ იქნება? აღმაშფოთებლად სასაცილოა

არც დამირეკოთ საერთოდო, ამ ფორმით მიიღო გადაწყვეტილება, მხარდამჭერი არ ვიქნები თქვენიო. აღმაშფოთებლად სასაცილო ამბავია - თუ კარგი გუნდია, მხარდამჭერი რატომ აღარ უნდა იყოს? რას ნიშნავს ეგ საერთოდ? ამ ვითარებაში ეს არის მხოლოდ პანიკის ნიშანი. 

ჩემი აზრით, საზოგადოებისთვის ამის კიდევ ერთხელ დანახვა მნიშვნელოვანი იყო და დაინახა კიდევაც ყველამ - როგორი უპატივცემულობა აქვს მას ქართული საზოგადოების და მოქალაქეების მიმართ. 

ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია მთავარ არხთან ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილზე. "არც მხარდამჭერი ვიქნები მე ქართული ოცნების. ჩემი მაქსიმალური მოქალაქეობრივი აქტიურობა იქნება არჩევნებზე მისვლა და იქ ჩემი პოზიციის დაფიქსირება და არა მეტი. არანაირი ინტერვიუ, არანაირი საჯარო განცხადება, არანაირი დარეკვა რომელიმე გუნდის წევრთან". - თქვა ივანიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.

კომენტარები