გრეტა ტუნბერგი

გრეტა ტუნბერგის გამოსახულებით საფოსტო მარკა გამოვიდა

Scrabble

შვედეთის საფოსტო სამსახურმა PostNord-მა გამოუშვა მარკა ახალგაზრდა აქტივისტის, გრეტა ტუნბერგის გამოსახულებით.

"მოხარულები ვართ, რომ გრეტა სიმბოლურად იქნება წარმოჩენილი მარკაზე. ბუნება მნიშვნელოვანია და თითოეულმა ჩვენგანმა მის დაცვაში ჩვენი წილი უნდა შეიტანოს". – ამბობს PostNord-ის წარმომადგენელი კრისტინა ოლოფსდოტერი.

მარკაზე გამოსახული სურათი შვედ მხატვარს ჰენინგ ტროლბეკს ეკუთვნის. ნახატზე ყვითელ საწვიმარში გამოწყობილი ტუნბერგი კლდის წვერზე დგას. ტროლბეკმა საფოსტო სამსახურისთვის შექმნა კოლექცია, რომელსაც "შესანიშნავი ბუნება" უწოდა.

გრეტა ტუნბერგი 2018 წელს საკუთარ სკოლასთან კლიმატის ცვლილებას აპროტესტებდა სოციალური მედიის დახმარებით. დროთა განმავლობაში მას ახალგაზრდა მხარდამჭერები გამოუჩნდნენ. ერთ წელიწადში 16 წლის აქტივისტი ნობელის პრემიის ნომინანტი და, გამოცემა Time-ის აზრით, 2019 წლის ადამიანი გახდა.

კომენტარები