კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით ინფიცირებული 808 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 240 მართვით სუნთქვაზეა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 808 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 240 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. 

თბილისში 369 მძიმე პაციენტია, აჭარაში - 62, იმერეთში - 192. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე თბილისში 158 ადამიანია, აჭარაში - 8, იმერეთში კი - 27.  

14 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 244 612  შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 228 359 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 867 კი გარდაიცვალა. 

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე არიან გადასული. დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

გუშინ, 11 დეკემბერს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა, რომ შეზღუდვები 1-ელ თებერვლამდე გახანგრძლივდება. მისივე თქმით, 1-ელი თებერვლიდან ვაჭრობასა და ტრანსპორტზე შეზღუდვების მოხსნაზე მსჯელობენ.

კომენტარები