კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 21 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 357 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 15 891 ტესტი

საქართველოში კორონავირუსით ბოლო 24 საათში კიდევ 21 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა 1 357 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 15 891 ტესტი. გამოჯანმრთელდა 748 პაციენტი. 

14 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 244 612  შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 228 359 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 867 კი გარდაიცვალა. 

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე არიან გადასული. დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

გუშინ, 11 დეკემბერს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა, რომ შეზღუდვები 1-ელ თებერვლამდე გახანგრძლივდება. მისივე თქმით, 1-ელი თებერვლიდან ვაჭრობასა და ტრანსპორტზე შეზღუდვების მოხსნაზე მსჯელობენ.

კომენტარები