COVID-19-ზე ვაქცინაცია

ჩინური სინოვაკის ვაქცინა გაცილებით ნაკლებად ეფექტიანია, ვიდრე თავდაპირველად გამოაცხადეს

ბრაზილიაში ჩატარებული მესამე ფაზის კვლევის შედეგებით, Sinovac Biotech-ის მიერ შემუშავებული წამყვანი ჩინური ვაქცინის ეფექტიანობა მხოლოდ 50.8%-ია, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება თავდაპირველად გამოცხადებულ მაჩვენებელს. 

მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი აღემატება რეგულატორების მიერ ვაქცინის დამტკიცების მინიმალურ ზღვარს (50%), ის გაცილებით უფრო დაბალია ვიდრე 78%-იანი ეფექტიანობა, რომელსაც ბრაზილიური კვლევითი ცენტრი რამდენიმე დღის წინ ირწმუნებოდა. ეს  აღძრავს ეჭვს კვლევის მონაცემების სარწმუნოობასთან დაკავშირებით და აღრმავებს სკეპტიციზმს ჩინური ვაქცინების კვლევის მონაცემების გამჭვირვალობის მიმართ. 

ბრაზილიის ბუტანტის კვლევითმა ცენტრმა ხუთი დღის წინ გამოაცხადა, რომ სინოვაკმა მესამე ფაზის კვლევები გაიარა და 79%-ით ეფექტიანია. თუმცა, მათ უარი განაცხადეს სრული მონაცემების გაზიარებაზე, როდესაც პრეზენტაციაზე ჟურნალისტებმა ჰკითხეს და შემდეგ უკვე ჟურნალ Science-მა გამოითხოვა ბუტანტის ცენტრიდან სრული მონაცემები, ზუსტად რამდენი დაავადდა პლაცებო ჯგუფში და რამდენი საკონტროლო ჯგუფში, მათ უარი განაცხადეს მონაცემების გაზიარებაზე, რამაც გამოიწვია სკეპტიციზმი.

"ვიდრე რიცხვებს არ გვაჩვენებენ, ეს სხვა არაფერია ცარიელი განცხადების გარდა". –დაწერა Sabbin Vaccine Institue-ის ვიცეპრეზიდენტმა თვითერზე.

მეცნიერების წნეხის შედეგად,  რომლებმაც ბუტანტის ცენტრი საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულეს, ცენტრმა სამშაბათს შეცვალა თავდაპირველი განცხადება  და აღიარა, რომ ეს მონაცემები მხოლოდ პაციენტების ნაწილს შეეხებოდა და სრული მონაცემებით ეფექტიანობის მაჩვენებელი მხოლოდ 50.4%-ია, რაც ნიშნავს, რომ სინოვაკი ყველაზე ნაკლებეფექტიანი ვაქცინაა Covid-19-ის წინააღმდეგ. 

კომენტარები