კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით ინფიცირებული 816 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 242 მართვით სუნთქვაზეა

GETTY IMAGES

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 816 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 242 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. 

თბილისში 370 მძიმე პაციენტია, აჭარაში – 68, იმერეთში კი  – 189. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე თბილისში 162 ადამიანია, იმერეთში - 26, აჭარაში - 7. 

გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით კიდევ 26 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 618 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 19 438 ტესტი. გამოჯანმრთელდა 403 პაციენტი.

ამ დროისთვის, ქვეყანაში სულ ინფიცირების 12 772 აქტიური შემთხვევაა, მათგან 3 873 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში

13 დეკემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 243 255 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 227 611 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2 846 კი გარდაიცვალა.

მეხუთე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა.

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

11 დეკემბერს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა, რომ შეზღუდვები 1-ელ თებერვლამდე გახანგრძლივდება. მისივე თქმით, 1-ელი თებერვლიდან ვაჭრობასა და ტრანსპორტზე შეზღუდვების მოხსნაზე მსჯელობენ.

კომენტარები