კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 26 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 618 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 19 438 ტესტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 26 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 618 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 19 438 ტესტი. გამოჯანმრთელდა 403 პაციენტი. 

13 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 243 255 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 227 611 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2 846 კი გარდაიცვალა. 

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე არიან გადასული. დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

გუშინ, 11 დეკემბერს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა, რომ შეზღუდვები 1-ელ თებერვლამდე გახანგრძლივდება. მისივე თქმით, 1-ელი თებერვლიდან ვაჭრობასა და ტრანსპორტზე შეზღუდვების მოხსნაზე მსჯელობენ.

კომენტარები