ქართული ოცნება

ვოლსკი: ჩვენს სასამართლო სისტემას მსოფლიო აღიარებს, როგორც მოწინავეს ევროპაში

მურუსიძის ადვოკატი მე ნამდვილად არა ვარ, სასამართლო სისტემაა ისეთი, რომელსაც მსოფლიო აღიარებს, როგორც მოწინავეს მთელ ევროპაში, დასავლეთ ევროპაში უფრო წინ და მსოფლიოში კიდევ მე-17, თუ მე-18 ადგილზეა ჩვენი სასამართლო...

ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა, გია ვოლსკიმ რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა. არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია აკრიტიკებს ქართულ სასამართლოს და მიანიშნებს იმაზე, რომ ის არ არის დამოუკიდებელი მმართველი გუნდისგან. 

კომენტარები