ქართული ოცნება

სუბარი: ივანიშვილმა 2012-ში, კვირიკობაზე გვითხრა, რომ მთელ ქონებას საქართველოს უტოვებდა

2012 წლის 27 ივლისი იყო, კვირიკობაზე, სვანეთში ვიყავით ჩასული... საღამოს რომ შევიკრიბეთ, ვსაუბრობდით, იქ დაიწყო მოყოლა, რატომ გადაწყვიტა საერთოდ პოლიტიკაში მოსვლა, როგორ დატვირთა თვითმფრინავი, მერე როგორ გადაიფიქრა და თქვა, რომ ქვეყანას სჭირდებოდა მისი პოლიტიკაში მოსვლა...

...იქ მოყვა ამ თავის გადაწყვეტილებაზე, თქვა, რომ ეს არ არის ჩემი გადაწყვეტილება, ეს არის ოჯახის გადაწყვეტილება, რომ მთელ ჩემს ქონებას ვუტოვებ საქართველოს, შვილებს ქუჩაში არ დავტოვებ, მაგრამ დანარჩენი არის ქვეყნის...

ქართული ოცნების დეპუტატი სოზარ სუბარი TV იმედის ეთერში, ბიძინა ივანიშვილის აქტივების ფონდ ქართუსთვის გადაცემაზე.

კომენტარები