კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით ინფიცირებული 817 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 254 მართვით სუნთქვაზეა

საქართველოში კორონავირუსით  ინფიცირებული 817 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 254 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. 

თბილისში 337 მძიმე პაციენტია, აჭარაში – 69, იმერეთში კი  - 183. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე თბილისში 165 ადამიანია, იმერეთში - 26, აჭარაში - 11. 

12 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 241 637 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 227 208  ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2 820 კი გარდაიცვალა.  

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე არიან გადასული. დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

გუშინ, 11 დეკემბერს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა, რომ შეზღუდვები 1-ელ თებერვლამდე გახანგრძლივდება. მისივე თქმით, 1-ელი თებერვლიდან ვაჭრობასა და ტრანსპორტზე შეზღუდვების მოხსნაზე მსჯელობენ.

კომენტარები