კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 857 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 17 795 ტესტი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა 1 857 ახალი შემთხვევა. ჩატარდა 17 795 ტესტი. გამოჯანმრთელდა 993 პაციენტი. 

12 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 241 637 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 227 208  ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2 820 კი გარდაიცვალა.  

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე არიან გადასული. დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

გუშინ, 11 დეკემბერს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა, რომ შეზღუდვები 1-ელ თებერვლამდე გახანგრძლივდება. მისივე თქმით, 1-ელი თებერვლიდან ვაჭრობასა და ტრანსპორტზე შეზღუდვების მოხსნაზე მსჯელობენ.

კომენტარები