კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: იმ ვაქცინას შემოვიტანთ, რომელიც ყველაზე ადრე იქნება ხელმისაწვდომი და აღიარებული

ჩინეთს თუ შევხედავთ, რაღაცას გვაჩვენებს და სხვა ქვეყნების სიტუაციას, ეს ერთი... მსოფლიოს რუკა აიღეთ და ნაჩვენებია, სად რამდენი ხალხი აიცრა  უკვე და სად როგორია ვირუსის გავრცელება და მერე პატარა გაანალიზება უნდა ამას.

ახლა მეორე, ჩვენთან არსებობს კანონი - შემოვიტანთ იმ ვაქცინას, რომელიც იქნება ან ჯანმოს მიერ პრეკვალიფიცირებული ან ევროპის ქვეყნების, აშშ-ის, ავსტრალიის მარეგულირებლების მიერ აღიარებული.

ეს არის ქართული მოთხოვნები, ასე რომ ჩვენ იმ ვაქცინას შემოვიტანთ, რომელიც ყველაზე ადრე იქნება ხელმისაწვდომი და რომელსაც ექნება აღიარება ან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ან რომელიმე იმ ქვეყნის, რომელიც არის ქართული კანონმდებლობით გათვალისწინებული.

კოვაქსის პლატფორმაზე, რომელიც ჯანმოს მიერ არის აღიარებული, თუ იქნება ის ვაქცინა, რომელიც ხელმისაწვდომი და ხელსაყრელი იქნება ჩვენთვის და დაიცავს ჩვენს მოსახლეობას, მერე მის წარმომავლობას მნიშვნელობა არ აქვს, თუ ეს იქნება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი იქნება...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე თენგიზ ცერცვაძის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოსთვის ყველაზე რეალური ასტრაზენეკას და "რომელიმე ჩინური ვაქცინის" შემოტანა იქნება.

 

კომენტარები