კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე ჩინურ ვაქცინაზე: ჩინეთს და სხვა ქვეყნების სიტუაციას თუ შევხედავთ, რაღაცას გვაჩვენებს

ჩინეთს თუ შევხედავთ, რაღაცას გვაჩვენებს და სხვა ქვეყნების სიტუაციას, ეს ერთი... მსოფლიოს რუკა აიღეთ და ნაჩვენებია, სად რამდენი ხალხი აიცრა  უკვე და სად როგორია ვირუსის გავრცელება და მერე პატარა გაანალიზება უნდა ამას...

ახლა მეორე, ჩვენთან არსებობს კანონი - შემოვიტანთ იმ ვაქცინას, რომელიც იქნება ან ჯანმოს მიერ პრეკვალიფიცირებული ან ევროპის ქვეყნების, აშშ-ის, ავსტრალიის მარეგულირებლების მიერ აღიარებული.

ეს არის ქართული მოთხოვნები, ასე რომ ჩვენ იმ ვაქცინას შემოვიტანთ, რომელიც ყველაზე ადრე იქნება ხელმისაწვდომი და რომელსაც ექნება აღიარება ან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ან რომელიმე იმ ქვეყნის, რომელიც არის ქართული კანონმდებლობით გათვალისწინებული...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე თენგიზ ცერცვაძის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოსთვის ყველაზე რეალური ასტრაზენეკას და "რომელიმე ჩინური ვაქცინის" შემოტანა იქნება.

კომენტარები