ბიძინა ივანიშვილი

სააკაშვილი: ივანიშვილი წავა, ოღონდ ხელისუფლებას შნირების მაგივრად ოპოზიციას გადააბარებს

გავეცანი ივანიშვილის ე.წ წასვლის შესახებ განცხადებას.
რამდენჯერ უნდა ჩათვალოს ამ მართლაც ბრიყვმა, საქართველოს მოსახლეობა სულელად და ბრიყვად?!
რამდენჯერ უნდა ჩათვალოს, რომ საქართველოს არა ჰყავს საზოგადოება და არ გააჩნია შეფასების და ანალიზის უნარი?!
რამდენჯერ უნდა დაგვცინოს?!
არ გაუვა მას ეს გეგმა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი გაყაროს საზღვარგარეთ!
ივანიშვილს მართლაც მოუხდება წასვლა, ოღონდ ხელისუფლებას თავის შნირებს კი არ გადასცემს, არამედ გადასცემს ქართულ ოპოზიციურ კოალიციას და ივანიშვილს
მართლაც მოუხდება ქონების დაბრუნება, ოღონდ ქონების დაბრუნება ქართველი ხალხისთვის, რომლის ძარცვის მეშვეობითაც მოიპოვა ეს ქონება!

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ Facebook გვერდზე ეხმაურება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას.

კომენტარები