კორონავირუსი და ეკლესია

ჯაღმაიძე: ილია მეორეს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია

მთავარი არხი

"ყველა ტესტზე პასუხი უარყოფითია, მათ შორის, ილია მეორეს კორონავირუსზე ტესტის პასუხიც უარყოფითია". – ამბობს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე.

ჯაღმაიძის თქმით, საპატრიარქოში პერიოდულად ტარდება კორონავისურზე ტესტირება. მისივე ცნობით, გუშინ COVID 19-ზე ტესტი ყველას ჩაუტარდა.

გუშინ, 9 იანვარს, გავრცელებული განცხადების თანახმად, საპატრიარქოში ჩატარებული ყველა PCR ტესტის პასუხი ნეგატიურია.

საპატრიარქოში ახალ კორონავირუსზე ტესტირება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ილია მეორის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. პატრიარქის ექიმი, ცისანა შარტავა ამბობს, რომ თეთრუაშვილს პატრიარქთან შეხება არ ჰქონდა და დისტანციას იცავდა. 

თუმცა, იმას, რომ შორენა თეთრუაშვილს პატრიარქთან ახლო კონტაქტი ჰქონდა, მოწმობს ილია მეორის დაბადების დღეზე გავრცელებული კადრები. შორენა თეთრუაშვილი ამ დღეს საქართველოს საპატრიარქოში დიასახლისობდა. ის ვიდეოში 4:00 წუთიდან ჩანს.

კომენტარები