კორონავირუსი და ეკლესია

საპატრიარქო: კორონავირუსზე ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი ნეგატიურია

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, საპატრიარქოში ჩატარებული ყველა PCR ტესტის პასუხი ნეგატიურია.

 ეპიდემიოლოგები საპატრიარქოში დილიდან მუშაობდნენ

კორონავირუსზე ტესტირება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ილია მეორის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. პატრიარქის ექიმი, ცისანა შარტავა ამბობს, რომ თეთრუაშვილს პატრიარქთან შეხება არ ჰქონდა და დისტანციას იცავდა. 

თუმცა, იმას, რომ შორენა თეთრუაშვილს პატრიარქთან ახლო კონტაქტი ჰქონდა, მოწმობს ილია მეორის დაბადების დღეზე გავრცელებული კადრები. შორენა თეთრუაშვილი ამ დღეს საქართველოს საპატრიარქოში დიასახლისობდა. ის ვიდეოში 4:00 წუთიდან ჩანს.

კომენტარები