თბილისის მერია

საზ. ტრანსპორტის აღდგენამდე ე.წ. ბასლეინებში მოძრაობისთვის მძღოლები არ დაჯარიმდებიან

ტაბულა

თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენამდე კერძო ტრანსპორტით ე.წ. ბასლეინებში მოძრაობის გამო არავინ დაჯარიმდება.

"დედაქალაქის მერიამ გასული წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ავტობუსისთვის განკუთვნილ ხაზებში კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა დაუშვა, რაზეც სამართალდარღვევის ოქმი არ იწერებოდა. ეს გადაწყვეტილება, რომელიც გარკვეულწილად, ტრანსპორტის ნაკადებს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევს, კვლავ ძალაში რჩება და კერძო სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირების განახლებამდე, ე.წ. ბასლეინებში მოძრაობის შემთხვევაში, არ დაჯარიმდებიან". - წერია განცხადებაში.

26 ნოემბერს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ წარადგინა ახალ კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 2-თვიანი გეგმა, რომელშიც წერია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა 16 იანვრიდან აღდგება.

კომენტარები