კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 2 058 ახალი შემთხვევიდან 808 თბილისში დადასტურდა, 363 - იმერეთში

armradio.am

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 2 058 ახალი შემთხვევიდან თბილისში  დადასტურდა 808, იმერეთში კი -  363.

აჭარაში 107 ახალი შემთხვევაა, ქვემო ქართლში - 150, შიდა ქართლშში - 165, გურიაში - 36, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 183, კახეთში - 131, მცხეთა-მთიანეთში - 62, სამცხე-ჯავახეთში - 38, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი - 15. 

9 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 238 086 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 224 719 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 750 კი გარდაიცვალა.  

მეხუთე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

კომენტარები