ფინანსთა სამინისტრო

წყლის ტარიფი თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში სოციალურად დაუცველებს დაუსუბსიდირდებათ

საქართველოს მთავრობა

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის თქმით, თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ადამიანებს, წყლის გადასახადი დაუსუბსიდირდებათ. 

"წყლის ტარიფის ზრდა დაუსუბსიდირდებათ თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში სოციალურად დაუცველ ადამიანებს. რატომ ეს სამი ქალაქი? იმიტომ, რომ მანდ ხდება წყლის ტარიფის ზრდა. ჯამურად ეს 55 მილიონ ლარამდე განისაზღვრება". - ამბობს მაჭავარიანი. 

1-ელი იანვრიდან, თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში წყლის გადასახადი გაიზარდა.   კერძოდ, 1 კუბური მეტრის ღირებულება აბონენტებისთვის 50 თეთრი იქნება. აქამდე ეს 32.9 თეთრი იყო. სულადობრივად კი აბონენტებს 4.51 ლარის გადახდა მოუწევთ. რაც შეეხება კომერციულ აბონენტებს, ისინი 1 კუბურ მეტრ წყალზე 4.4 ლარის ნაცვლად, 6.5 ლარს გადაიხდიან. 

გადაწყვეტილება ამის შესახებ სემეკმა 29 დეკემბრის სხდომაზე მიიღო.

კომენტარები