ოკუპირებული აფხაზეთი

სერგეი შამბა: სოხუმს ხანძრის ჩაქრობაში თბილისის დახმარება არ სჭირდება

sputnik-abkhazia.ru

"სოხუმს ტყის ხანძრის ჩაქრობაში თბილისის დახმარება არ სჭირდება. ჩვენი მეხანძრეები სიტუაციას უმკლავდებიან". - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ Sova News-თან ისაუბრა.

დღეს, 8 იანვარს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ შესთავაზა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას ხანძრის ჩაქრობაში დახმარება.

ოკუპირებულ გალში ხანძრის შესახებ ინფორმაცია 5 იანვარს გავრცელდა. როგორც DFWatch ერთ-ერთ ადგილობრივ მცხოვრებზე დაყრდნობით წერდა, ხანძარი ვერ შეაკავეს და რამდენიმე სახლი დაიწვა. 

ხანძარია ოკუპირებულ გაგრაშიც. Sputnik Abkhazia-ს ინფორმაციით, ხანძარი საცხოვრებელ სახლებს მიუახლოვდა. მათივე ცნობით, ცეცხლი სახლებიდან 150 მეტრითაა დაშორებული და ადგილზე თერთმეტი მეხანძრე და სამი მანქანა მუშაობს. 

კომენტარები