რუსი ჰაკერები

აშშ-ს სასამართლომ რუს ჰაკერს 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

Teiss

ნიუ-იორკის შტატის სამხრეთის ოლქის ფედერალურმა სასამართლომ რუსეთის მოქალაქე ანდრეი ტიურინს ამერიკულ ბანკზე კიბერშეტევისა და თაღლითობისთვის 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ ასევე დაავალდებულა ტიურინი აშშ-სთვის გადაიხადოს 19 მილიონი დოლარი.

ანდრეი ტიურინმა ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული ბანკის JPMorgan Chase-ის და კიდევ 10-ზე მეტი კომპანიის 80 მილიონზე მეტი კლიენტის პირადი მონაცემების მოპარვა აღიარა. ეს ინფორმაცია შემდგომში თაღლითურ ფინანსურ სქემებში იყო გამოყენებული.

ტიურინი რუსეთში იქნება ექსტრადირებული სასჯელის მოხდის შემდეგ. პროკურატურა ტიურინისთვის 15-20 წლით თავისუფლების აღკვეთას და 19-მილიონიან ჯარიმას ითხოვდა.

ანდრეი ტიურინს ბრალი 2015 წელს წაუყენეს, ამავე წელს ისრაელში დააკავეს მისი თანამზრახველი, თუმცა თავად ტიურინი 2017 წელს საქართველოში დააკავეს. 2018 წელს მოხდა მისი ექსტრადირება აშშ-ში თუმცა, ტიურინის ექსტრადირებას რუსეთიც მოითხოვდა.

კომენტარები