რუსი ჰაკერები

Microsoft-მა აშშ-ის პოლიტიკურ ჯგუფებზე რუსი ჰაკერების თავდასხმის მცდელობა გამოავლინა

businessinsider.com

Microsoft-მა რუსი ჰაკერების მიერ აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე პოლიტიკურ ჯგუფებზე თავდასხმის ახალი მცდელობა გამოავლინა.

კომპანიის თქმით რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებულმა ჯგუფმა ყალბი დომეინები შექმნა, რომლებსაც the Hudson Institute-ის,  International Republican Institute-ის და სენატის ვებ-გვერდებს ჰგავდა და მათზე შესვლის შემდეგ ჰაკერები მომხმარებლების კომპიუტერში შეღწევას ახერხებდნენ.

ერთი კვირით ადრე კომპანიამ დაადგინა, რომ რუსი ჰაკერები მისურის შტატის დემოკრატი სენატორის კომპიუტერში შეღწევასაც ცდილობდნენ.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით თავდასხმა ერთი კონკრეტული პარტიის თუ კანდიდატის მხარდაჭერას არ ემსახურებადა და მის ფოკუსს დემოკრატიის შერყევა წარმოადგენს.

კომპანიამ ასევე გამოაცხადა, რომ მზად არის უფასო მომსახურება გაუწიოს კიბერ თავდასხმებისგან დაცვის კუთხით აშშ-ის პოლიტიკურ კანდიდატებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც Microsoft-ის პროდუქციით სარგებლობენ.

კომენტარები