ქუთაისი

"მეუბნება, რომ ახალ წელს აღნიშნავს" – მოქალაქე წერს, რომ კაცი ქუთაისში სანადირო თოფიდან ისვრის

Khatia Akhalaia/Facebook

მოქალაქე, ხატია ახალაია Facebook-ზე წერს, რომ ქუთაისში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი კაცი სანადირო თოფიდან ისვრის. 

"ქუთაისში, ბუხაიძის 22- ის პირდაპირ, ტიპი სანადირო თოფს ისვრის გალეწილი მთვრალი!!!!

ბავშვები ფანჯრებიდან გადმომდგარან... თან მეუბნება რომ სტრუქტურის თანამშრომელია და ახალ წელს აღნიშნავს". - წერს ახალაია. 

როგორც ახალაია ტაბულასთან საუბარში ამბობს, ადგილზე სამართალდამცველები ჯერჯერობით არ მისულან. 

"126-ში დავრეკე და შევატყობინე ფაქტი. ამბობდა, უფროსი ლეიტენანტი ვარო". - ამბობს ის. 

ტაბულა მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

კომენტარები