კაპიტოლიუმში შეჭრა

გახარია აშშ-ზე: სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ, კაპიტოლ ჰილზე ძალადობის კადრები შემაშფოთებელია

საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია გუშინ, 6 იანვარს დონალდ ტრამპის მხარდამჭერების კაპიტოლიუმში შეჭრას ეხმაურება. 

"სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს.  –

კაპიტოლ ჰილზე  ძალადობის კადრები შემაშფოთებელია, სახელმწიფო დაწესებულებებზე შეტევის მიტანა -  მიუღებელი.  

გვჯერა შეერთებული შტატების დემოკრატიის ძალის და დარწმუნებულნი ვართ, რომ საბოლოო ჯამში დემოკრატიული ინსტიტუტები გაიმარჯვებენ". - წერს გახარია.

6 იანვარს აშშ-ს კონგრესი არჩევნების შედეგების დასამტკიცებლად და ახალი პრეზიდენტის გამოსაცხადებლად შეიკრიბა, თუმცა კონგრესის მუშაობას შენობაში შეჭრილმა დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა შეუშალეს ხელი. 

კაპიტოლიუმის შენობაში მოხდა დაპირისპირება, ისმოდა სროლის ხმაც. საბოლოოდ პოლიციამ გაათავისუფლა დემონსტრანტების მიერ დაკავებული სივრცეები შენობაში, გამოცხადდა კომენდანტის საათი, ადგილზე მივიდა ნაციონალური გვარდიაც. გუშინდელი დაპირისპირების შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი. 

კომენტარები