კაპიტოლიუმში შეჭრა

ზურაბიშვილი: ძალადობის ფონზე, ამერიკულმა ინსტიტუტებმა თავიანთი სიძლიერე მაინც დაამტკიცეს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გუშინ, 6 იანვარს ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს Twitter-ზე ეხმაურება და წერს, რომ, "შემაშფოთებელი სცენების" მიუხედავად, ამერიკულმა ინსტიტუტებმა თავიანთი ძლიერების დადასტურება შეძლეს.

"30 წლის განმავლობაში აშშ მხარს უჭერდა საქართველოს გზას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ. ჩვენთვის აშშ მისაბაძი მაგალითია. 

გუშინდელი დღის შემაშფოთებელი სცენების მიუხედავად, ძალადობის ფონზე, ამერიკულმა ინსტიტუტებმა დაამტკიცეს თავიანთი სიძლიერე და გამძლეობა. 

დემოკრატიული მსოფლიოს ლიდერად საქართველოს ძლიერი ამერიკა სჭირდება".  - წერს პრეზიდენტი. 

6 იანვარს აშშ-ს კონგრესი არჩევნების შედეგების დასამტკიცებლად და ახალი პრეზიდენტის გამოსაცხადებლად შეიკრიბა, თუმცა კონგრესის მუშაობა შენობაში შეჭრილმა დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა შეუშალეს. 

კაპიტოლიუმის შენობაში მოხდა დაპირისპირება, ისმოდა სროლის ხმაც, საბოლოოდ პოლიციამ გაათავისუფლა დემონსტრანტების მიერ დაკავებული სივრცეები შენობაში, გამოცხადდა კომენდანტის საათი, ადგილზე მივიდა ნაციონალური გვარდიაც. გუშინდელი დაპირისპირების შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი. 

კომენტარები