კაპიტოლიუმში შეჭრა

კინზინგერი ტრამპს: შენ დასრულებული ხარ და შენი მემკვიდრეობა საშინელება იქნება

nbcnews

"შენ დასრულებული ხარ და შენი მემკვიდრეობა საშინელება იქნება". - წერს კონგრესმენი, ადამ კინზინგერი დონალდ ტრამპზე. კინზინგერმა კაპიტოლიუმში შეჭრა გადატრიალების მცდელობად შეაფასა.

"შენ არ იცავ ქვეყანას". - წერს კინზინგერი. 

კინზინგერმა ტრამპის განცხადებას უპასუხა. ტრამპმა გააკრიტიკა ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი, რომელმაც თქვა, რომ ის იზიარებს შეშფოთებას არჩევნების სამართლიანობის  შესახებ, მაგრამ მისი თქმით, არ არის სწორი, რომ მან ცალმხრივად უნდა მიიღოს ან უარყოს საარჩევნო კოლეგიის მიერ მიცემული ხმები. 

"მაიკ პენსს არ ეყო გამბედაობა, გაეკეთებინა ის, რაც საჭირო იყო ჩვენი ქვეყნის და კონსტიტუციის დასაცავად, რათა მიეცა სენატისთვის შანსი, დაემტკიცებინა შესწორებული ფაქტები და არა გაყალბებული და არასწორი ფაქტები. აშშ ითხოვს სიმართლეს!" 

უცნობია, რა ხდება ამ წუთებში კაპიტოლიუმის შენობაში, სადაც ტრამპის მხარდამჭერი აქციის მონაწილეთა ნაწილი შეიჭრა.

კონგრესის შენობაში წარმომადგენელთა პალატისა და სენატის სხდომა მიმდინარეობდა, რომელიც მომიტინგეთა შეჭრის შემდეგ ჩაიშალა და კანონმდებლებმა შენობა დაცვის თანხლებით დატოვეს.

კაპიტოლიუმის შენობაში სროლა იყო. ამერიკული მედიის ინფორმაციით, დაჭრილია ერთი ქალი. CNN-ის მიხედვით მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

კონგრესს ოფიციალურად უნდა დაემტკიცებინა საარჩევნო კოლეგიის ხმები, რომლის მიხედვითაც აშშ-ს მომავალი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდება. ტრამპის მხარდამჭერები ამას ეწინააღმდეგებიან. თავად ტრამპი დამარცხებას ამ დრომდე არ აღიარებს და კვლავ არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობს.

კომენტარები