კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: ორსულებისთვის გრიპი გაცილებით საშიშია, ვიდრე COVID-19, მოვუწოდებ, აიცრან

211 000-ზე მეტი ადამიანი არის საქართველოში გრიპზე აცრილი. მარაგში არის კიდევ 23 000-ზე მეტი ვაქცინა. უნდა ითქვას, რომ ისევე, როგორც ევროპის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში, გრიპი ძალიან არ არის აქტიური. ზოგ ქვეყანაში არის, მაგრამ ყველგან თითო-ოროლა შემთხვევებია. ის, რომ თითქმის მთელ ევროპაში ლოკდაუნებია და ყველა პირბადით დადის, დისტანციას იცავს, მოქმედებს. 

ორსულებისთვის გრიპი გაცილებით უფრო საშიშია, ვიდრე კოვიდი. ამიტომ, მათ მოვუწოდებ, რომ გრიპზე აუცილებლად აიცრან...

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე.

კომენტარები