უბედური შემთხვევა

ქუთაისი-ხონის გზაზე ავარიის შედეგად 28 წლის ქალი გარდაიცვალა

საზოგადოებრივი მაუწყებელი

ქუთაისი-ხონის გზაზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ბენზინმზიდი დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 28 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელიც მსუბუქ ავტომობილს მართავდა. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, მსუბუქი ავტომობილი დიდი სისწრაფით შეეჯახა ბენზინგასამართი სადგურიდან გამავალ სატვირთო მანქანას, რომლის მძღოლიც არ დაშავებულა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

კომენტარები