ხანძარი

საქართველოში ერთდროულად 20 კერაზეა ხანძარი – საგანგებო სიტუაციების სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, 4 იანვრის 09:00 საათიდან სამსახურში ტყისა და მინდვრის ხანძრების შესახებ 136 შეტყობინება შევიდა, საიდანაც 116 ადგილას ხანძარი უკვე ჩამქრალია. 

"3 კერა ლოკალიზებულია, 17-ზე მიმდინარეობს აქტიური სალოკალიზაციო სამუშაოები. ამ დროისთვის ცეცხლის კერებთან იმყოფება 700-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და 70-ზე მეტი ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.

  • სამეგრელოში - დაფიქსირდა 96 კერა, მათგან 84 ლიკვიდირებულია, 3 ლოკალიზებული, 9 კერაზე კი გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები.
  • იმერეთში - დაფიქსირდა 26 კერა, მათგან 22 ლიკვიდირებულია, 4 კერაზე გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები.
  • აჭარაში - დაფიქსირდა 4 კერა, მათგან 2 ლიკვიდირებულია, 2 კერაზე გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები.
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში - დაფიქსირდა 3 კერა, მათგან ერთი ლიკვიდირებულია, 2 კერაზე გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები.
  • გურიაში - დაფიქსირდა 7 კერა, მათგან ყველა ლიკვიდირებულია". – წერია განცხადებაში. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძრების შედეგად არავინ დაშავებულა და არცერთ შემთხვევაში მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. მათივე ცნობით, სამეგრელოში ერთერთ მინდორზე ჩაქრობის შემდეგ ხანძარი ხელახლა გაჩნდა. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავონ სასოფლო სამეურნეო სავარგულების გადაწვისგან, ეს საფრთხეს უქმნის როგორც ტყის მასივებს, ასევე საცხოვრებელ სახლებს". – წერია განცხადებაში. 
​​​​

კომენტარები